spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თბილისში ქმარმა 22 წლის ორსული ცოლი მოკლა

თბილისში, ვარკეთილში 22 წლის ორსული მეუღლემ ცივი იარაღით მოკლა. მამაკაცმა ქალს დანით 5 ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა. 

 

დაუდასტურებელი ინფორმაციით, შემთხვევის დროს მათთან ერთად ბინაში მათი ერთი წლის შვილი და მოკლულის არასრულწლოვანი და იმყოფებოდა. 

 

მკვლელობაში ბრალდებულმა ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა სავარაუდოდ, ის უკვე დააკავებულია.

 

ამ დროისათვის დანაშაულის ადგილზე  საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები