spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თბილისში ქმარმა ცოლი მოკლა

თბილისში ქმარმა ცოლი მოკლა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცოლს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

27 წლის ქალი ჭრილობებით ინგოროყვას კლინიკაში დღეს დილით შეიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო.

 

“მთელ სხეულზე აღენიშნებოდა მრავლობითი სისხლმდენი ჭრილობები. შემოსვლისას პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკული. მაშინვე გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე და საოპერაციო ბლოკში, სადაც სამწუხაროდ, მალევე დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი”, – აცხადებს ექიმი.

 

არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცოლის დაჭრის შემდეგ თვითდაზიანებები მიიყენა.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/109 მუხლით დაიწყო. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები