spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თბილისში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი იმყოფება

თბილისი: რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი, ფრაქცია “ერთიანი რუსეთის” წევრი არტიომ კავინოვი საქართველოში კერძო ვიზიტით იმყოფება. შესაბამისი ინფორმაცია Front News-ს “პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატმა ადა მარშანიამ დაუდასტურა.

 

“ამის შესახებ ჩემთვის ცნობილია, დღეს შევხდით. ეს არის მისი კერძო ვიზიტი საქართველოში, აქ ჩვენი პატრიარქის ილია მეორეს ანგელოზის დღესთან დაკავშირებით ჩამოვიდა. 2 აგვისტოს საქართველოში ვიზიტის შესახებ ჩვენთან ჯერ კიდევ მოსკოვში ისაუბრა, როდესაც ჩვენ იქ ვიმყოფებოდით, სწორედ მაშინ გვითხრა, რომ აგვისტოში საქართველოში ჩამოვიდოდა. ეს არ არის ჩვენი მოწვევით ვიზიტი, თუმცა ჩვენ მოვიწვიეთ დეპუტატები, მაგრამ ეს რა თქმა უნდა, არ იქნება მომზადების გარეშე, ჩვენ მათ გარკვეული მიზნით ვიწვევთ, მოვემზადებით მათ ჩამოსასვლელად, ეს არის ხვალ-ზეგ. ჩვენ კვლავ ვაპირებთ მოსკოვში გამგზავრებას. ასე რომ, ეს ვიზიტი ჩვენი მოწვევით არ არის. 

 

ჩვენ მას შევხდით და ვისაუბრეთ ყველაფერზე, კონკრეტულად რა თემები და საკითხები იყო, მაგრამ ძალიან სასარგებლო საუბარი იყო როგორც რუსეთისთვის, ასევე საქართველოსთვის”, – განაცხადა მარშანიამ.

 

“პატრიოტთა ალიანსის” წევრები მოსკოვში 11 ივლისს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებს შეხვდნენ. 21 ივლისს რუსმა დეპუტატმა ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა, რომ “პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატების მიწვევით რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატები საქართველოში ვიზიტს გეგმავენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები