თბილისში, ჩიქობავას ქუჩაზე, ერთ-ერთ იტალიურ ეზოში სახლის მე-2 სართულის აივანი ჩამოინგრა.
აივანზე 74 წლის ქალი იმყოფებოდა, რომელიც შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.
მეზობლების თქმით, საცხოვრებელი კორპუსი ავარიაულია და რეაბილიტაცია სჭირდება.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.