თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში სამარშრუტო მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა.
მიკროავტობუსი ბორჯომიდან მოდიოდა და მასში 15 მგზავრი იმყოფებოდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შსს-მ გამოძიება სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით დაიწყო.