ხელახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით დედაქალაქში საპროტესტო აქციები გრძელდება.
რუსთაველზე, პარლამენტის წინ მოქალაქეები 41-ე დღეა, იკრიბებიან.
გადაკეტილია რუსთაველის გამზირი.
აქტივისტებს საქართველოს და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი და სხვადასხვა შინაარსის ბანერები.
აქტივისტებს მოლბერტები აქვთ გამოფენილი, სადაც მათი თქმით, “ქართული ოცნების” დანაშაულებრივი ქმედებები აქვთ დაწერილი და ის კანონები, რომლებიც ბოლო პერიოდში მიიღეს.
მოქალაქეები 41 დღეა, ხელახალ არჩევნებს და დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებას მოითხოვენ.