ხელახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით დედაქალაქში საპროტესტო აქციები 43-ე დღეა, გრძელდება.
რუსთაველზე, პარლამენტის წინ მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ. გადაკეტილია მიმდებარე ტერიტორია.
აქტივისტებს საქართველოს და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი და სხვადასხვა შინაარსის ბანერები.
მოქალაქეების პროტესტის მიზანი ევროკავშირში დაჩქარებული წესით ინტეგრაცია, ხელახალი არჩევნების დანიშვნა და დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებაა.