თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. “მთავარი არხის” ინფორმაციით, შემთხვევა ლევ ტოლსტოის ქუჩაზე მოხდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, სახლი ავარიულ მდგომარეობაში იყო. დაზარალებულია 4 ოჯახი, რომელთაც გამგეობა დაზარალებულთა საცხოვრებელს ქირით უზრუნველყოფს.