თბილისში სავარუდოდ, CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა.
შემთხვევა მიხაკო წერეთლის 9 ნომერში მდებარე საცხოვრებელ სახლში მოხდა, რომელიც 26 წლის ქალს სავარაუდოდ, დაგირავებული ჰქონდა.
არსებული ინფორმაციით, ბინაში დამონტაჟებული იყო აკრძალული ღია წვის კამერიანი გაზის გამათბობელი და წყლის გამაცხელებელი.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო.