თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარედ, გამთენიისას ტექნიკის მაღაზია “კონტაქტ ჰოუმი” გატეხეს.
წინასწარი ინფორმაციით, წაღებულია კომპიუტერები და მობილური ტელეფონები.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.