შობის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისში “ალილოს“ მონაწილეთა მსვლელობა გაიმართა.
ალილოს მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა.
მსვლელობისას მიღებული შემოწირულობა ბავშვთა სახლებში, სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და მოხუცთა თავშესაფრებში გადანაწილდება.
ალილოს მსვლელობის ტრადიცია უკვე 22 წელია, გრძელდება. ქრისტეშობის დღესასწაულის საზეიმო მსვლელობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 2000 წლიდან აღინიშნება.