spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

თბილისში უკრაინის სოლიდარობის აქცია-მსვლელობა გაიმართა.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მესამე წლისთავთან დაკავშირებით მოქალაქეები უკრაინის საელჩოსთან შეიკრიბნენ და მსვლელობით რუსთველის გამზირზე საპროტესტო აქციას შეუერთდნენ.

მელიქიშვილის გამზირზე კი უკრაინის და საქართველოს დიდი დროშები გაშალეს.

აქციის მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოში მცხოვრები უკრაინელებიც.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა, ომი დღემდე გრძელდება. პუტინის ომს უკრაინაში 85 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები