spot_img
spot_imgspot_img
spot_img

The Print – ინდოეთში საქართველოს ელჩს ავტომობილზე სამუხრუჭე სისტემა დაზიანებული, სანომრე ნიშანი კი მოგლეჯილი დახვდა

ცვეთა თუ საბოტაჟი? ინდოეთში საქართველოს ელჩის კუთვნილი ავტომანქანის დაზიანებულმა სამუხრუჭე სისტემის მილებმა და მოგლეჯილმა წინა მხარის სანომრე ნიშანმა გააჩინა ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ დიპლომატის მიმართ საბოტაჟი განხორციელდა, – წერს ინდური გამოცემა The Print. 

გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს ელჩის ავტომანქანის სამუხრუჭე სისტემის მილები იდუმალ გარემოში აღმოჩნდა გადაჭრილი. 

The Print-ის მიერ მოპოვებული ფოტოებიდან და ვიდეოებიდან ჩანს, რომ ორი სამუხრუჭე მილი დაზიანებული და გადაჭრილია, ხოლო წინა სანომრე ნიშანი მოგლეჯილი.

არსებული ინფორმაციით, საქართველოს ელჩი არჩილ ძულიაშვილი 2022 წლის 28 ოქტომბერს, 08:30 საათზე საფდარჯუნგის ანკლავში განთავსებული საცხოვრებლის ტერიტორიიდან ცდილობდა მისი კუთვნილი ავტომანქანის “Toyota Urban Cruiser” უკანა სვლით გამოყვანას, როდესაც მოხდა ავტომანქანის სამუხრუჭე სისტემის ჩავარდნა. იგი იძულებული გახდა, ხელის სამუხრუჭე საავარიო სისტემა გამოეყენებინა.

დელის პოლიციის განცხადებით, მათ დაიწყეს საქმის გამოკვლევა და შესაბამის ზომებს მიიღებენ. პირველადი დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა ასევე, რომ ზეთი ჟონავდა ავტომანქანის ქვედა ნაწილიდან. 

The Print აღნიშნავს, რომ ამ ინციდენტმა ყველას გაახსენა  2012 და 2021 წლებში მომხდარი შემთხვევები, როდესაც დელიში ისრაელის საელჩოს დიპლომატები აღმოჩდნენ ტერორისტების სამიზნე. ოთხი ადამიანი, მათ შორის, ისრაელელი დიპლომატის მეუღლე დაშავდა 2012 წელს მომხდარი აფეთქების შედეგად.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები