spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

The Telegraph – პუტინს კურსკის ოლქის დაბრუნება ტრამპის ინაუგურაციამდე სურს

ვლადიმერ პუტინს კურსკის ოლქზე კონტროლის დაბრუნება 20 იანვრამდე, აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე სურს, – ამის შესახებ The Telegraph წერს.

გამოცემა წერს, რომ პუტინმა კურსკის ოლქში 50 ათასი რუსი და ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი გაგზავნა.

ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის თანახმად, უახლოეს დღეებში რუსეთმა შესაძლოა, გააძლიეროს კამიკაძე დრონების თავდასხმები უკრაინულ პოზიციებზე.

დაახლოებით 12 ათასი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი სავარაუდოდ, უკვე მონაწილეობს კურსკის ოლქში საომარ მოქმედებებში. უკრაინელი ანალიტიკოსების თქმით, კრემლს ასევე შეუძლია გამოიყენოს მასშტაბური კონტრშეტევა კურსკის რეგიონში იმპულსის მოსაპოვებლად და სუმის რეგიონში გადასასვლელად.

ამ დროის მონაცემებით, რუსეთმა დაიბრუნა დაახლოებით ნახევარი ტერიტორია, რომელიც უკრაინამ აგვისტოში ოპერაციის დროს დაიკავა.

დასავლელი დიპლომატები შეშფოთებული არიან, რომ პუტინი შეეცდება სწრაფად დაიკავოს ტერიტორია ტრამპის ინაუგურაციამდე, რომ ამით რუსეთს უფრო მეტი უფლებამოსილება მიეცეს სამშვიდობო მოლაპარაკებებში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები