spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თეა გოდოლაძე – ჩემი ადვოკატები და მე ხვალ შევიტანთ საჩივარს გენერალური პროკურორის სახელზე

სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორის თეა გოდოლაძის განცხადებით, 11 სექტემბერს პროკურატურას საჩივრით მიმართავს, რათა გამოიძიონ მის მიმართ 2021 წლის ივლისში ჩადენილი ჯგუფური ძალადობა გამოიძიონ.

 

“პირველ რიგში ბოდიშს გიხდით, ისევ მიწევს თქვენი შეწუხება ჩემს პირად საკითხთან დაკავშირებით. უამრავი პრობლემაა ქვეყანაში.

 

ჩემი ადვოკატები ლიკა ბითაძე, ნინო ანდრიაშვილი და მე ხვალ, ორშაბათს, 2023 წლის 11 სექტემბერს, დილის 11 საათზე შევიტანთ საჩივარს, საქართველოს გენერალური პროკურორის, ბატონ ირაკლი შოთაძის სახელზე.

 

საჩივარი ეხება ჩემს მიმართ, 2021 წლის ივლისში მამა-შვილი, თეიმურაზ და გიორგი შერგელაშვილების მიერ ჩადენილი ჯგუფური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო პროცესის დაუყოვნებლივ დაწყებას (ასევე საჩივარში სხვა დანაშაულის მამხილებელი გარემოებებია, რომლის შესახებაც საჯარო სივრცეში საუბარი მიზანშეწონილად არ მიმაჩნია).

 

ამა წლის 14 აგვისტოსა და 4 სექტემბერს, აღნიშნულ ფაქტზე მასალები გავუცვალეთ პროკურატურას და დღემდე რეაგირება არ არის. პირიქით, ცალმხრივად, რუსთავი2 -ის მეშვეობით, ამა წლის 22 აგვისტოს ინფორმაცია გავრცელდა სავარაუდოდ, მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატების, შალვა ხაჭაპურიძის და ნინო ბარაჩაშვილის მიერ”, – წერს გოდოლაძე.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები