spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თეა გოდოლაძე – ჩემი შანტაჟი პირადი ცხოვრებით არ გამოგივათ! არ გავჩუმდები! ნუ ცდილობთ ჩემს გაშავებას და ყურადღების გადმოტანას ჩემზე

საქმე ეხება 2 წლის წინ მომხდარ შემთხვევაზე დაფუძნებულ შეთითხნილ ბრალდებას, მისი გასაჯაროებით ხელისუფლება ცდილობს გამაჩუმოს, რომ აღარ ვილაპარაკო შოვში მომხდარ ტრაგედიასა და სხვა საფრთხეებზე, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე წერს.

 

“ეს საკითხი ეხება ჩემ პირად ცხოვრებას და ძალიან მძიმეა ჩემთვის. 2022 წლის 7 აპრილს, ღამით, ადგილი ჰქონდა ყოფილი პარტნიორისგან ჩემზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, რის გამოც 2022 წლის აპრილის თვიდან გავდიოდი მკურნალობას. ამ ეტაპზე, საქმე სასამართლოშია.

 

“რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ეხება 2 წლის წინ მომხდარ შემთხვევაზე დაფუძნებულ შეთითხნილ ბრალდებას. ჩემმა ყოფილმა პარტნიორმა თეიმურაზ შერგელაშვილმა, რომელიც ამჟამად ბრალდებულია ჩემ მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ფაქტთან დაკავშირებით, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, შეთითხნა ცრუ ბრალდებები, მტკიცებულებების გარეშე, პროვოკაციის მოწყობის მიზნით. მისი გასაჯაროებით ხელისუფლება ცდილობს გამაჩუმოს, რომ აღარ ვილაპარაკო შოვში მომხდარ ტრაგედიასა და სხვა საფრთხეებზე. ასე იყო 2021 წელს, “ნამოხვანის“ დროსაც. მაშინაც ააგორეს კამპანია ჩემ წინააღმდეგ, ამიტომ ცხადია, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება შოვის, ჭიათურის და ზოგადად მშენებლობების თემებთან მიმართებაში გაკეთებულ ჩემს განცხადებებსა და პოზიციას.

 

ჩემი შანტაჟი პირადი ცხოვრებით არ გამოგივათ! არ გავჩუმდები! ნუ ცდილობთ ჩემს გაშავებას და ყურადღების გადმოტანას ჩემზე. უპასუხეთ ხალხს! არ გავჩუმდები! ქალზე ძალადობის “გაპრავებაც“ და საქმის მოტრიალებაც არ გამოვა! ყველა დაჩაგრული ქალის ინტერესს დავიცავ“, – წერს თეა გოდოლაძე.

 

“რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თეა გოდოლაძეს ბრალი წარუდგინა 126-ე პრიმა მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს. 

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები