spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თეა გოდოლაძე – ეს პროექტები წლები, თითქმის უწყვეტად მიმდინარეობდა 25 წლის განმავლობაში, შეჩერდა დღეს

ეს პროექტები წლები, თითქმის უწყვეტად მიმდინარეობდა 25 წლის განმავლობაში. შეჩერდა დღეს საქართველოში. ეს იყო ჩვენი დაფინანსების წყარო, – ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა თეა გოდოლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს იყო ამერიკული მთავრობის უწყვეტი ინვესტიცია.

“ეს პროექტები წლები, თითქმის უწყვეტად მიმდინარეობდა 25 წლის განმავლობაში. ეს იყო უწყვეტი ინვესტიცია ამერიკული მთავრობის, რომელიც აფინანსებდა საქართველოში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში სეისმური ქსელის მოდერნიზაციას.

ეს პროექტი შეჩერდა დღეს საქართველოში და ეს იყო ჩვენი დაფინანსების წყარო, რომლის საშუალებითაც ჩვენ შევქმენით ქსელი და ვემსახურებოდით ქსელის განვითარებას”, – განაცხადა თეა გოდოლაძემ.

ამერიკამ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრს დაფინანსება შეუჩერა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები