spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თეა გოდოლაძე – რაც საკადრებელი იყო, იკადრეთ, მეტი როგორც ქალს რა უნდა გამიკეთოთ, ამით ვერ გამაჩუმებენ

ვიბრძოლებ, რომ ჩემი ხალხის უსაფრთხოება დავიცვა ამ ქვეყანაში, ვიბრძოლებ, რომ შოვისნაირ ტრაგედიას არ მოჰყვეს ადამიანების მსხვერპლი და ადამიანი იყოს დაცული აქ, – ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა თეა გოდოლაძემ განაცხადა.

 

“ჩემთვის ეს არ არის ახალი, რით უნდა შემაშინოთ ახლა, რაც საკადრებელი იყო, იკადრეთ, მეტი, როგორც ქალს, რა უნდა გამიკეთოთ. ეს არის ქალის გაჩუმების ტაქტიკა და არ მეშინია ამ რაღაცების, ამით ვერ გამაჩუმებენ, არ ვარ მე სუსტი ქალი და ეს არ არის ის, რითაც მე გამაჩუმებთ. მე სხვა ქალების უფლებებსაც დავიცავ, მე თუ ვინმე მჩაგრავს, ჩემი ხასიათის პატრონს, უმწეო ქალებს რაღა მოსდით ამ ქვეყანაში.

 

გპირდებით, რომ მე ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ქალის უფლებები დავიცვა ამ ქვეყანაში. ვიბრძოლებ, რომ ჩემი ხალხის უსაფრთხოება დავიცვა ამ ქვეყანაში, ვიბრძოლებ, რომ შოვისნაირ ტრაგედიას არ მოჰყვეს ადამიანების მსხვერპლი და ადამიანი იყოს დაცული აქ, ჩემი ერი, ჩემი ხალხი იყოს დაცული და ამ მართლა ვაი პარლამენტარების, ვაი კაცების კომენტარები მე ვერ შემაშინებს. კი, მე ვარ ძალადობის მსხვერპლი და გპირდებით, რომ ამ ძალადობის გამო, რაც მე გადავიტანე, იმ მძიმე ტრავმის გამო, რაც გადამატანინეთ, ყველაფრისთვის, ჩემი სიმართლის დამტკიცებისთვის კი არა, ყველა ქალის უფლების დაცვისთვის ვიბრძოლებ”, – განაცხადა გოდოლაძემ “ფორმულას” ეთერში.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები