spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თეა წულუკიანი – ბატონი ლაშა ბაქრაძე ზის გოგლა ლეონიძის სავარძელსა და კაბინეტში, ეს ყველაფერი მას დიდ პასუხისმგებლობებს აკისრებს

ბატონი ლაშა ბაქრაძე ზის გოგლა ლეონიძის სავარძელში და კაბინეტში. ეს ყველაფერი მას დიდ პასუხისმგებლობებს აკისრებს, – განაცხადა საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა “იმედის” ეთერში.

მინისტრი ლაშა ბაქრაძის მიერ „ქართული ოცნების“ წევრების მიმართ გამოთქმულ შეურაცხმყოფელ განცხადებას გამოეხმაურა.

„როდესაც ვისმენთ იმ განცხადებას, რაც ლაშა ბაქრაძემ საჯაროდ გააკეთა მოპირისპირე მხარეს მყოფი პოლიტიკოსების მიმართ, ისეთი განცდა შეიქმნა, რომ ეს იყო პირველ რიგში ქალების მიმართ გაკეთებული, თუმცა შესაძლოა წარმოვიდგინოთ ისიც, რომ ეს შეიძლება იყოს ზოგადად, კონკურენტი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებზე საუბრის ფორმა. ჩვენ ამას უფრო მეტად ყურადღება მივაქციეთ როგორც მუზეუმის ხელმძღვანელის განცხადებას, რამდენად შეესაბამება იმ პოზიციას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი პოზიციაა. მნიშვნელოვანი თუნდაც იმიტომ, რომ ეს არის ქართული ლიტერატურის მუზეუმი, სახელმწიფო მუზეუმია და ერთ-ერთი ყველაზე ძველი სახელმწიფო ინსტიტუციაა ჩვენს ქვეყანაში, 1930-იან წლებში ჩამოყალიბდა. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ბატონი ლაშა ბაქრაძე ზის გოგლა ლეონიძის სავარძელში და კაბინეტში. ეს ყველაფერი მას დიდ პასუხისმგებლობებს აკისრებს“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ლაშა ბაქრაძის განცხადებასთან დაკავშირებით, სამინისტროს შესაბამის სამსახურში დისციპლინური საქმისწარმოება დაიწყო.

“მე არ ვიცნობ ჯერ იმ მასალებს, რომელიც დღეს შეიქმნა სამინისტროში მისივე [ლაშა ბაქრაძის] მონაწილეობით. დაგეგმილი გვაქვს, რომ უკვე ხვალიდან ამ მასალებს გავეცნოთ და შესაბამისი შეფასებაც გავაკეთოთ. ასეთ დროს არის ხოლმე რამდენიმე შესაძლებლობა. ერთი არის, ჩაითვალოს, რომ არა უშავს, რა მოხდა. ჩვეულებრივ ენაზე ვამბობ, სამართლებრივად ეს სხვანაირად იქნება რა თქმა უნდა ნათქვამი, ან დისციპლინური სახდელიდან ერთ-ერთი შეირჩეს და იქნება მსჯელობა რა უნდა შეირჩეს. მიმდინარე პროცესია და წინასწარ ვერ გეტყვით რა იქნება. გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი“, – განაცხადა წულუკიანმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები