მე მაშინ სტრასბურგის სასამართლოში ვმუშაობდი, როდესაც მოლაშვილის საქმე შემოვიდა. ჩანდა საქმის მასალებიდან, რომ ეს ადამიანი იყო ნაწამები ციხეში. კიდევ ერთხელ ვამბობ, არცერთი საელჩო საქართველოში, არცერთი უცხოელი – ვითომ არაფერი არ ხდება ასე იქცეოდა, იმიტომ, რომ სააკაშვილისთვის გზა უნდა გაეწმინდათ აღზევებისკენ და სულხან მოლაშვილი და მისი საქმე იყო რეალურად წინაღობა. არსებობდა მათიას იორშის ოქროს ასე ვთქვათ თვითმხილველის განცხადება, – განაცხადა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა, სადაც მიწვეულია თამაზ მოლაშვილი, სულხან მოლაშვილის წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სიცოცხლის უფლების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, სულხან მოლაშვილის მდგომარეობა, ქაღალდების მიხედვითაც კი იყო იმდენად მძიმე, რომ იყო გარდაუვალი რისკი მისი ციხეშივე დაღუპვის და მაშინ სტრასბურგის სასამართლომ შექმნა პირველი პრეცედენტი, რომ დაავალეს მოლაშვილის გადაყვანა საავადმყოფოში და ასევე მკურნალობა C ჰეპატიტზე.
“სულხან მოლაშვილის საქმემდე სტრასბურგის სასამართლოს არც ერთხელ არ ჰქონდა გადაწყვეტილება მიღებული იმის თაობაზე, რომ რომელიმე სახელმწიფოსთვის, არამცთუ საქართველოსთვის დაევალებინა პატიმარს უმკურნალე ციხეშიო. ვინაიდან ასეთი დავალებები გამოიყენებოდა იმ დროს მხოლოდ და მხოლოდ დეპორტაციების, გაძევების, ექსტრადიციების შემთხვევაში, ან კიდევ ისეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, როდესაც მაგალითად ოჯახი უნდა გაიხლიჩოს, თუკი ქმარს გააძევებენ უცხოეთში და ცოლ-შვილი დარჩება ადგილსამყოფელ ქვეყანაში. სხვა შემთხვევებში ასეთი ტიპის დავალებები არ გაიცემოდა. სულხან მოლაშვილის მდგომარეობა, ქაღალდების მიხედვითაც კი იყო იმდენად მძიმე, რომ იყო გარდაუვალი რისკი მისი ციხეშივე დაღუპვის და მაშინ სტრასბურგის სასამართლომ შექმნა პირველი პრეცედენტი, რომ დაავალეს გადაყვანა საავადმყოფოში და ასევე მკურნალობა C ჰეპატიტზე. სულხან მოლაშვილმა შემდეგ ამ თავისი პირველი პრეცედენტით ძალიან ბევრ პატიმარს გაუხსნა გზა იმისკენ, რომ სტრასბურგში ეჩივლა და იგივე ტიპის დროებითი ღონისძიების დაწესება მოეთხოვა“, – განაცხადა წულუკიანმა.