მივესალმები ზეწოლის თუ ზეწოლის მცდელობის ფაქტების გასაჯაროებას. ეს რომ მთავრობის რომელიმე წევრს ეკადრებინა მოსამართლისთვის…, – ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში, ვიცე-პრემიერი და კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებას.
“სასამართლოს დამოუკიდებლობის პრაქტიკაში უზრუნველყოფისათვის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში კანონით სათანადოდ უზრუნველყოფილია, პირველ რიგში, მოსამართლეები და მოსამართლეთა კორპუსი უნდა იბრძოდნენ, ხმას იმაღლებდნენ სწორედ მაშინ, როცა ამ სიკეთეს თავს ესხმიან. ამიტომაც მივესალმები ზეწოლის თუ ზეწოლის მცდელობის ფაქტების გასაჯაროებას.
ეს რომ მთავრობის რომელიმე წევრს ეკადრებინა მოსამართლისთვის…“, – წერს თეა წულუკიანი.