spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თეა წულუკიანი – ნახეთ მე რა მაქვს? ემას არ აქვს ჩემთან მოსასვლელი პირი, მაგრამ ეს წაუღეთ, როგორც თქვენი მარცხის ნიშანი

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა “მთავარ არხს” წართმეული მიკროფონი დაუბრუნა.

 

“ნახეთ მე რა მაქვს? სად არის ემა? ემას არ აქვს ჩემთან მოსასვლელი პირი, მაგრამ ეს წაუღეთ, როგორც თქვენი მარცხის ნიშანი. თქვენ გააყალბეთ კვლევა და მოატყუეთ ხალხს და შემდეგ გაწყვიტეთ IPSOS-თან კონტრაქტი”, – მიმართა წულუკიანმა “მთავარი არხის” ჟურნალისტს მიკროფონის დაბრუნებისას.

 

22 ივლისს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომელიც სენაკში თეატრის გახსნას ესწრებოდა, “მთავარი არხის” ჟურნალისტ ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა და განაცხადა, რომ 3 ოქტომბერს დააბრუნებდა.

 

“ამ მიკროფონს დავაბრუნებ 3 ოქტომბერს, როცა ესენი სამუდამოდ ჩაიყრებიან იქ, სადაც არის მათი ადგილი, როცა დამარცხდება ის ძალა, რომელიც დღემდე ეჭიდავება საკუთარ ხალხს, საკუთარ ქვეყანას და მის მომავალს”, – განაცხადა მაშინ წულუკიანმა. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები