spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თეა წულუკიანი – შემაშფოთებელია, როდესაც პოლიტიკოსი ხელისუფლებაში დაბრუნების მთავარ მიზნად აცხადებს ადამიანების დევნას, თან ბიძინა ივანიშვილის დევნას

შემაშფოთებელია, როდესაც პოლიტიკოსი ხელისუფლებაში დაბრუნების მთავარ მიზნად აცხადებს ადამიანების დევნას, თან ვის დევნას, ბიძინა ივანიშვილის დევნას, რომელიც არის ის ქველმოქმედი მათ შორის, პოლიტიკური უპრეცედენტო ქველმოქმედების ავტორი, რომელმაც ბოლო წლებში, 2012 წლიდან უკვე თვალსაჩინოდ და მანამდეც, არაერთი პროექტის შედეგად ჩვენს ქვეყანას ძალიან ბევრი სიკეთე მოუტანა და ამდენი წელია სწორედ ბიძინა ივანიშვილია ამ სახელმწიფოს უსაფრთხოების და სტაბილურობის მთავარი გარანტი, აი, ასეთ ადამიანს ის ემუქრება დევნით, – ასე გამოეხმაურა კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი „ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ აუცილებლად მოვა ხელისუფლებაში და ბიძინა ივანიშვილი არჩევნების შემდეგ იქნება მოსკოვში.

 

მისივე თქმით, “ქართული ოცნება“ როგორც არაერთი არჩევნების დროს, წელსაც ფორმაში იქნება და ასეთ ძალებს, რომლის  ერთ-ერთ სპიკერად იქცა მამუკა ხაზარაძე,  არ მისცემს საშუალებას, რომ დემოკრატიული არჩევნების გზით დაბრუნდნენ ხელისუფლებაში.

 

“არ მახსენდება, რაიმე ტიპის პოლიტიკური შეფასება ან განცხადება გამეკეთებინოს, ყოველ შემთხვევაში, ხშირად არ მომსვლია ასეთი, ბატონი მამუკა ხაზარაძის განცხადებებთან, ან მის პოლიტიკურ წონასთან დაკავშირებით, თუმცა ახლა შემიძლია ვთქვა, რომ არასოდეს მისი ან პოლიტიკური ქცევა, ან პოლიტიკური გადაწყვეტილებები, ქმედებები, პოლიტიკური გეგმები არ იწვევდა იმის განცდას, რომ ის ან სიღრმისეული პოლიტიკოსია, ან რაიმე ტიპის პოლიტიკური მომავალი შეიძლება ადამიანმა უწინასწარმეტყველოს, მაგრამ ახლა ალბათ, ამ ძალიან შემაშფოთებელ განცხადებასთან დაკავშირებით პასუხის დროა. 

 

ჩვენ რეალურად ვისმენთ ბატონი ხაზარაძისგან მუქარას, რომ ის თუ დაბრუნდება ხელისუფლებაში, დაიწყებს ადამიანების დევნას და  უფრო მეტიც, ქვეყნიდან გაძევებას. ვამბობთ ხელისუფლებაში დაბრუნდებაო იმის გამო, რომ თუ მას არ ახსოვს, შეგვიძლია შევახსენოთ ის, რაც ხალხს ძალიან კარგად ახსოვს, რომ ხაზარაძე თავის დროს იყო სწორედ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურ ხელისუფლებასთან შეზრდილი რეკეტირი და სიტყვა დაბრუნდება ხელისუფლებაში და თუ დაბრუნდება, სწორედ რომ უპრიანია მასთან მიმართებაში. თუ დაბრუნდება და ის ამტკიცებს, რომ დაბრუნდება, ის თურმე დააბრუნებს უკვე ხელისუფლების სათავეში მყოფი ხაზარაძე ამ ქვეყანაში დაშინებას, შეშინებას, განადგურების მუქარას და ადამიანების დევნასა და ქვეყნიდან გაძევებას.  ეს რა თქმა უნდა, სასაცილოა ერთის მხრივ, იმიტომ, რომ იმ რეიტინგიდან გამომდინარე, რაც მას აქვს, ეს ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს სამშობლოს არ ემუქრება, მაგრამ შემაშფოთებელია, როდესაც პოლიტიკოსი ხელისუფლებაში დაბრუნების მთავარ მიზნად აცხადებს სწორედ ადამიანების დევნას, თან ვის დევნას, ბიძინა ივანიშვილის დევნას, რომელიც არის ის ქველმოქმედი მათ შორის, პოლიტიკური უპრეცედენტო ქველმოქმედების ავტორი, რომელმაც ბოლო წლებში, 2012 წლიდან უკვე თვალსაჩინოდ და ხილულად და მანამდეც, არაერთი პროექტის შედეგად ჩვენს ქვეყანას ძალიან ბევრი სიკეთე მოუტანა და ამდენი წელია სწორედ ბიძინა ივანიშვილია ამ სახელმწიფოს უსაფრთხოების და სტაბილურობის მთავარი გარანტი. აი, ასეთ ადამიანს ის ემუქრება დევნით. ჩვენ რა თქმა უნდა, წელსაც ვიქნებით ფორმაში, როგორც არაერთი არჩევნების დროს წარსულში და ასეთ ძალებს, რომლის  ერთ-ერთ სპიკერად იქცა მამუკა ხაზარაძე, არ დავუშვებთ და არ მივცემთ საშუალებას, რომ დემოკრატიული არჩევნების გზით დაბრუნდნენ ხელისუფლებაში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები