spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თეა წულუკიანი – უნდა დაგემშვიდობოთ, მე ხვალ მაქვს ბოლო სამუშაო დღე

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი თანამდებობას ტოვებს, – ამის შესახებ მან რეჟისორ გიზო ჟორდანიას საიუბილეო საღამოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ამ სცენაზე ვარ იმიტომ, რომ უნდა დაგემშვიდობოთ. მე ხვალ მაქვს ბოლო სამუშაო დღე. მე არ ვიცი პარლამენტში რა უნდა ვაკეთო და რატომ მეძახიან ჩემნაირ იურისტს, ცოტა მოხულიგნოს, ასე რომ ვთქვათ, ენას ჯიბეში რომ არ ინახავს, ეს ხანდახან პრობლემაა… დამიბარეს და მივდივარ, როლიც გაირკვევა ალბათ, რა მაქვს მონიჭებული”- თქვა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი კულტურის მინისტრის პოსტს 2021 წლიდან იკავებდა.

ის “ქართული ოცნების” სიის ათეულშია. 26 სექტემბერი ბოლო დღეა, როცა საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრირებულმა პოლიტიკურმა გაერთიანებებმა პარტიული სიები უნდა წარადგინონ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები