საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების ნაწილი აქციას მართავს.
ისინი იმ სტუდენტებს უცხადებენ სოლიდარობას, რომლებიც 10 მარტს უნივერსიტეტიდან გარიცხეს.
მათი მოთხოვნაა, რომ ყველა გარიცხულს დაუბრუნონ სტუდენტის სტატუსი.
თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების განცხადებით, ისინი საკუთარი კრიტიკული აზრის გამო ისჯებიან.
პარალელურად, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მსვლელობით მომავალი სამოქალაქო აქტივისტები, რომელიც 104-ე დღეა, ახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ, სტუდენტების პროტესტს შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა უცვლელია – ჩაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ დაკავებული აქტივისტები. ამ მოთხოვნებს დაემატა გარიცხული სტუდენტების აღდგენის საკითხიც.
საქართველოს მასშტაბით საპროტესტო აქციები 104-ე დღეა, მიმდინარეობს.