თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები უნივერსიტეტის შესასვლელში არიან შეკრებილები და რექტორთან გიორგი შალუტაშვილთან შეხვედრას ითხოვენ.
სტუდენტები მოითხოვენ, რომ უნივერსიტეტმა სოლიდარობა გამოუცხადოს აქციაზე დაკავებულ მოქალაქეებს და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია დააფიქსიროს.
მათი თქმით, აპირებენ, რომ მთელი ღამე უნივერსიტეტში გაატარონ.