spot_img
spot_imgspot_img
spot_img

“თებერვლის პირველი რიცხვებიდან მუშაობის შესაძლებლობა ბაზრობებსაც უნდა მიეცეთ”

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, რომ ერთი მხრივ, ეპიდვითარების გაუმჯობესება, ხოლო მეორე მხრივ, გაუარესებული სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა იძლევა იმის კარგ წინაპირობას, რომ გადაიხედოს ეკონომიკის გახსნის დაანონსებული გეგმა და ბაზრობის ტიპის სავაჭრო ობიექტებს თებერვლის პირველივე დღეებში მიეცეთ დადგენილი რეკომენდაციების დაცვით საქმიანობის განახლების საშუალება.

"უპირველესი, რაზეც ყველანი ვთანხმდებით არის ის, რომ ჩვენი ეპიდემიოლოგების და მედიკოსების რეკომენდაციები ზედმიწევნით უნდა იქნას დაცული აუცილებელი რეგულაციები, იქნება ეს მომხმარებელთა ნაკადების მართვა და დასაქმებული მეწარმეების ტესტირება, ასევე პირბადის ტარებისა და დისტანცირების წესები. ვფიქრობთ, ბიზნესი ამ წესების დაცვისათვის სათანადოდ მოემზადა და მაქსიმალურად გახსნილია მაკონტროლებელ ორგანოებთან სათანამშრომლოდ. ამ პირობების გათვალისწინებით, მიგვაჩნია, მოლებთან ერთად თებერვლის პირელი რიცხვებიდან ბაზრობებსაც უნდა მიეცეთ ფუნქციონირების შესაძლებლობა. ერთი მხრივ, ეს იქნება სამართლიანი მიდგომა, ხოლო მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს ეკონომიკის აღდგენის პროცესს და ათასობით ჩვენს თანამემამულეს დაუბრუნებს საარსებო წყაროს.

მესამე და მთავარი კი ისაა, რომ ეპიდემიის საწინააღმდეგო რეკომენდაციების დაცვის მკაცრი კონტროლი საშუალებას მისცემს, საკოორდინაციო საბჭოსა და ადმინისტრციულ ორგანოებს რისკების დანახვისთანავე მკაცრი რეაგირება მოახდინოს ყოველ ცალკეულ დარღვევაზე. თუმცა ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ ბიზნესი უკვე მზად არის, ახალ რეალობაში საქმიანობის განახლებისთვის და ამის საჭიროება არ დადგება“, – აცხადებენ ბიზნეს ასოციაციაციაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები