spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თეიმურაზ წიქვაძე – ეს იყო ჩვეულებრივი მოლაპარაკება მიმართული იქითკენ, რომ მორიგება მომხდარიყო მხარეებს შორის

მუქარის წერილს ვერ დავარქმევ ამას, ეს იყო ჩვეულებრივი მოლაპარაკება მიმართული იქითკენ, რომ მორიგება მომხდარიყო მხარეებს შორის, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველმა თეიმურაზ წიქვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მისი მხარის უფლებები არის დარღვეული და ბიტკოინები მითვისებული.

“მუქარის წერილს ვერ დავარქმევ ამას, ეს იყო ჩვეულებრივი მოლაპარაკება მიმართული იქითკენ, რომ მორიგება მომხდარიყო მხარეებს შორის. ძალიან მარტივად ავხსენი ყველაფერი. არც ამ საქმეზე და არც სხვა საქმეებზე ასეთი რაღაცები გასაკვირი არ არის. მხარეებს შორის კომუნიკაცია ხდება.

მიგვაჩნია, რომ ჩვენი უფლებები არის შელახული და ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. არავითარი “კრიმინალური შოჩიკები” არ არის ჩართული”, – განაცხადა თეიმურაზ წიქვაძემ.

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი 29 იანვარს გაიმართება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები