თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურში ორი მამაკაცი მოკლეს.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, გვიან ღამით დაპირისპირება სამ მამაკაცს შორის სუფრასთან შელაპარაკების შემდეგ მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა ორ თანასოფლელს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.
ადგილობრივების თქმით, ადგილზე მისულებს ერთი გარდაცვლილი და ერთი დაჭრილი მამაკაცი დახვდათ.
დაჭრილი მამაკაცი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. სავარაუდო დამნაშავეს კი ამ დრომდე ეძებენ.