spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თელავში 50 წლამდე მამაკაცი დაჭრეს

თელავში 50 წლამდე მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. 

 

ადგილობრივების ინფორმაციით, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. 

 

მამაკაცი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიკოსების ინფორმაციით, მას ჭრილობა ქვედა კიდურის არეში აქვს მიყენებული.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 126-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ძალადობას გულისხმობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები