თელავში, ალაზნის გამზირზე ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს. მეზობლების ინფორმაციით, 25 წლის ქალი გარდაცვლილი აბაზანაში ნახეს.
გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება, თუმცა მიზეზს გამოძიება დაადგენს.
ადგილზე საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.