თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
ერეკლე მეორის გამზირზე მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ჯერ რკინის კონსტრუქციას შეეჯახა, შემდეგ კი რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
თვითმხილველების თქმით, დიდთოვლობის გამო მძღოლს მანქანა მოუცურდა.