თელავში ტორესა მოსი დააკავეს. მწერალი “გირჩი – მეტი თავისუფლების” აქცია-პერფორმანსში მონაწილეობდა და სუს-ის ადგილობრივი შენობა მანქანით ჰქონდა ბლოკირებული.
ტორესა მოსი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, ავტომობილი კი ადგილიდან ევაკუატორით გაჰყავთ.
“გირჩმა” მსგავსი აქცია-პერფორმანსი დღეს 6 ქალაქში მოაწყო. აქცია დაკავებით დასრულდა გორშიც, სადაც ბადრი გრიგალაშვილი დააკავეს.
სხვა ქალაქებში კი ავტმობილებით ტერიტორიიდან სამართალდამცველებმა გაიყვანეს.