თემქაზე, პოლიციის შენობასთან აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
“პირბადის გამო დააკავეს ადამიანები, თან ძალის გამოყენებით შეათრიეს პოლიციაში. 6 ადამიანია დაკავებული, მინა თავით ჩაამსხვრევინეს. ეს არის პოლიციური რეჟიმი, რომელსაც არანაირი საზღვარი არ აქვს, გადავიდნენ ყველა ზღვარს. ეს ყველაფერი რეპრესიულ სახეს იღებს, თუმცა ჩვენ არ გვეშინია, ვრჩებით ადგილზე“, – განაცხადა აქციის მონაწილემ.
“არა პოლიციურ რეჟიმს”, “თავისუფლება სინდისის პატიმრებს” – ამ ლოზუნგით აქციის მონაწილეები მეტრო სარაჯიშვილთან შეიკრიბნენ და მსვლელობით პოლიციასთან მივიდნენ.