spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თემურ ალასანია – არც ერთი ჩანაწერი ავთენტიკური არ არის, ამათ ექსპერტიზას არ ვენდობი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა. ის მოსამართლის თანდასწრებით 2018 წელს გავრცელებული ფარული ჩანაწერის საქმეზე  დაიკითხება, 

 

თემურ ალასანიას თქმით, ჩანაწერები ავთენტიკური არ არის. 

 

“მოვედი, რომ გავიგო რა პრეტენზიები აქვთ, თუ აქვთ საერთოდ. გამოძიება რაზე მიმდინარეობს. ამის მიხედვით გადავწყვეთ,  რა პოზიცია დავიჭიროთ. 

 

არც ერთი ჩანაწერი ავთენტიკური არ არის, ამათ ექსპერტიზას არ ვენდობი, ამიტომ შინაარსობრივ ნაწილთან არავითარ განცხადებას არ გავაკეთებ”, – განაცხადა თემურ ალასანიამ.

 

რაც შეეხება საქართველოში ჩამოსვლის მიზანს, ალასანია აცხადებს, რომ დედის საფლავზე არ ყოფილა, ასევე უნდა, მის დას მორალურად გვერდით დაუდგეს.

 

21 დეკემბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით კი, თემურ ალასანიამ განაცხადა, რომ აქციის არაფერი იცის და მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეს სახლში აღნიშნავენ. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები