თემურ ალასანიამ შსს-ში გამოკითხვაზე უარი განაცხადა, შესაბამისად ის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე სასამართლოში გამოიკითხება.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე გამოძიება 2018 წელს დაიწყო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გრძელდება“,- აცხადებენ შსს-ში.