მიხეილ სააკაშვილს მისი პოლიტიკური გუნდისგან ადეკვატური მხარდაჭერა არ მიუღია – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის ბიძამ თემურ ალასანიამ “ნოდარ მელაძის შაბათისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
“რატომ? – იმიტომ რომ დღემდე ციხეშია… ბევრი მათგანი შესაძლებელს აკეთებს, მაგრამ ეს არის სიტუაცია, რომელიც ითხოვს შეუძლებელს. ვკითხოთ ჩვენს თავს, გავაკეთეთ ის შეუძლებელი?! თქვენ როგორ გგონიათ, გააკეთა პარტიამ შეუძლებელი? – არ გააკეთა. კი, აკეთებენ შესაძლებელს, პატრიოტიზმი პირადულზე უარის თქმა არის… შესაძლებლობები, ობციები არის ძალიან ბევრი, სხვადასხვა. დაწყებული სამოქალაქო დაუმორჩილებლობიდან, ყველა იმ დემოკრატიული, კონსტიტუციური მეთოდის გამოყენებთ, რომელმაც მსოფლიოში შედეგი გამოიღო”, – განაცხადა ალასანიამ.