spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თემურ ალასანია სუს-ში დაკითხვაზე დაიბარეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ბიძა თემურ ალასანია დაკითხვაზე სუს-ში დაიბარეს.

 

დაკითხვა მიხეილ სააკაშვილის და ბიძამისის, თემურ ალასანიას სავარაუდო აუდიოჩანაწერს უკავშირდება, რომელიც უკრაინულ ვებგვერდზე 2018 წელს გავრცელდა. 

 

ვებგვერდზე ნათქვამია, რომ „რედაქციას“ სანდო წყარომ მიაწოდა ოდესის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის მიხეილ სააკაშვილის და ბიძამისის, „კაგებეს გადამდგარი გენერლის“ თემურ ალასანიას „სატელეფონო საუბრის“ ჩანაწერი.  აღნიშნული აუდიჩანაწერში, რომლის ავთენტიკურობა დადგენილი არ არის, საუბარი  საქართველოში არჩევნების წინ პროცესების  რადიკალიზაციას ეხება. 

 

მაშინ  როგორც მიხეილ სააკაშვილმა, ასევე თემურ ალასანიამ საჯარო კომენტარებში განაცხადეს, რომ ჩანაწერი ფაბრიკაციაა და „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტურ მიზნებს ემსახურება.

 

ალასანია აცხადებს, რომ ჩანაწერში არც მისი ხმაა და არც მისი ლექსიკა. 

 

“ეს არც ჩემი საუბრის სტილია, განსაკუთრებით გინება და არც ჩემი ხმა. მკვლელობებს საერთოდ არ ვუკვეთავ და მითუმეტეს ტელეფონით”, –  აცხადებდა თემურ ალასანია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები