spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თემურ ალასანია – ვიყავი ძალიან ბედნიერად გაკვირვებული იმ მოქალაქეობრივი ზრდასრულობით, რომელიც პირველად წარმოადგინა პრეზიდენტმა

დღეს საქართველოში მოხელის მიერ ასეთი დამოუკიდებლობის გამოვლენა,  ეს  პირდაპირ გმირობის ტოლფასია, –  ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ბიძამ  თემურ ალასანიამ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ ეროვნული თანხმობის პროცესი წარმოწყების შესახებ  „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. 

 

ჟურნალისტის კითხვაზე, ბიძინა ივანიშვილის როლის გარეშე გაათავისუფლებენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს  ალასანია პასუხობს: “არა მგონია, დღეს სახელმწიფო და მოხელეები არსებობს ერთი სახით – ბიძინა ივანიშვილის ფუნქციის სახით.  როგორც მათემატიკაში არსებობს, ეს მათი ფუნქციაა,  მის მიერ მართული“.

 

„მე ვერ ვხედავ დღეს პიროვნებას, რომელიც თავის თავზე აიღებს რაღაც გადაწყვეტილებას, თუმცა მინდა გითხრათ, ვიყავი ძალიან ბედნიერად გაკვირვებული იმ  მოქალაქეობრივი ზრდასრულობით, ჩამოყალიბებულობით, რომელიც პირველად წარმოადგინა ჩვენმა პრეზიდენტმა. მისი  მიმართვა შერიგებისაკენ, ხარვეზები იყო თვითონ ფორმაში, შემოთავაზებაში, მაგრამ იდეა, სულისკვეთება იყო იმდენად სწორი, იმდენად დაუჯერებელი ჩემი ყურისთვის,  დღეს საქართველოში მოხელის მიერ ასეთი დამოუკიდებლობის გამოვლენა,  ეს  პირდაპირ გმირობის ტოლფასია”,  – განაცხადა ალასანიამ.  

 

კითხვაზე აპირებს თუ არა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას, ალასანია პასუხობს, რომ სალომე ზურაბიშვილს ის არ მიუწვევია, თუმცა აღნიშნავს, რომ მას მშვენივრად იცნობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები