spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თემურ მღებრიშვილი – მაღალი ტემპერატურის და ქარის გამო გვაქვს ახალი ცხელი კერებიც

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ მღებრიშვილმა ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოების შესახებ მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან ისაუბრა. 

 

როგორც თემურ მღებრიშვილმა აღნიშნა, ხანძრის გავრცელების ზოგიერთ სექტორში უკვე დასრულებულია სალიკვიდაციო სამუშაოები და მიმდინარეობს პოზიციის შენარჩუნება.

 

“ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის ტერიტორია პირობითად დაყოფილი გვაქვს სამ სექტორად. ზოგიერთ სექტორში უკვე დასრულებულია სალიკვიდაციო სამუშაოები და მიმდინარეობს პოზიციის შენარჩუნება, თუმცა გვაქვს ცხელი წერტილები.

 

ამჟამად სამი ღია კერა გვაქვს, სადაც აქტიურად მუშაობენ მეხანძრე-მაშველები. არის კონკრეტული ძველი კერები, რომლებზეც მოხდალიკვიდაცია და ამ ყველაფერს ვინარჩუნებთ. მაღალი ტემპერატურის და ქარის გამო გვაქვს ახალი ცხელი კერებიც.

 

სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ათასზე მეტი ადამიანი, ეს არის როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე, თავდაცვის სამინისტროს დანაყოფები და ასე ერთობლივად ვუმკლავდებით”, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები