spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თემურ მღებრიშვილი – ორი მუხლით არის საქმე აღძრული, თუმცა შეიძლება, გადაკვალიფიცირდეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს, თუმცა საქმის ძიებისას, შესაძლოა, მუხლები გადაკვალიფიცირდეს.

 

“პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში გამოცხადდა გლოვის დღე. ეს არ არის მხოლოდ ცალკეული ოჯახების ტრაგედია, ეს არის მთელი ქვეყნის ტრაგედია. რაც შეეხება საძიებო სამუშაოებს. დღეს ვახდენთ არეალის გაფართოებას. მიმდინარეობს კონკრეტული სამუშაოები ამ მიმართულებით. მთელი ღამის განმავლობაში კონკრეტულ ლოკაციებზე გრძელდებოდა სამუშაოები. ამ დილით გვაქვს ინფორმაცია, რომ სადაც ცხედრები იქნა აღმოჩენილი, ვიპოვეთ პირადი ნივთები და ვიმედოვნებთ, რომ როგორც დავგეგმეთ, სწორი მიმართულებით მივდივართ. 

 

პირველივე წუთებში დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება, ორი მუხლით არის საქმე აღძრული, თუმცა გამოძიების მიმდინარეობის დროს, შეიძლება, გადაკვალიფიცირდეს მუხლები“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები