spot_img
spot_imgspot_img
spot_img

თემურ ქათამაძე ნინო ნადირაძის საჩივრის საფუძველზე 2 800 ლარით დააჯარიმეს

ბათუმელი მედროშე თემურ ქათამაძე “ვივამედის” კლინიკის დირექტორის ნინო ნადირაძის საჩივრის საფუძველზე 2 800 ლარით დაჯარიმდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა მიიღო.

ნინო ნადირაძის ცნობით, მას თემურ ქათამაძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

საქმეზე სამართალდარღვევის ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით შედგა, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, კერძოდ, საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებას, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდებას და სხვა ამგვარი მოქმედებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და მოქალაქეთა სიმშვიდეს.

თემურ ქათამაძე 16 იანვარს, ადმინისტრაციული პატიმრობის ამოწურვის შემდეგ, სამტრედიის იზოლატორიდან გათავისუფლებისთანავე დააკავეს.

18 იანვარს სამტრედიის სასამართლომ  მას სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა, რომელსაც ის თბილისში, უცხოელთა დროებითი მოთავსების იზოლატორში გაატარებს, ვიდრე მისი ქვეყნიდან გაძევება /არგაძევების საკითხი არ გადაწყდება.

მან 48 დღე იშიმშილა, შემდეგ კი კლინიკა „ვივამედში” გადაიყვანეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები