ბათუმელ მედროშეს თემურ ქათამაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ საემიგრაციო პატიმრობა 6 თვემდე გაუხანგრძლივა.
თემურ ქათამაძე ორჯერ დააკავა პოლიციამ. პირველად ბათუმში, შემდეგ კი 16 იანვარს, ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, რამდენიმე წუთში ხელმეორედ დააკავეს. მეორედ დაკავებისას პოლიცია მას საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავება.
18 მარტს სასამართლომ თემურ ქათამაძეს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა.