spot_img
spot_imgspot_img
spot_img

თენგიზ ფხალაძე – ნებისმიერ სახელმწიფოში რა ტიპის მმართველიც არ უნდა იყოს, საბოლოო ჯამში, ყველაფრის განმსაზღვრელი მაინც საზოგადოებაა

ფაქტობრივად, ევროკავშირში ბოლო პერიოდში არ გამართულა უმაღლესი დონის არცერთი შეხვედრა, სადაც საქართველოზე არ უმსჯელიათ, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა თენგიზ ფხალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, განხილვები შეეხებოდა არა მოლაპარაკებების გახსნას, არამედ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს.

“ეს გამოხმაურებები კიდევ იქნება. ფაქტობრივად, ევროკავშირში ბოლო პერიოდში არ გამართულა უმაღლესი დონის არცერთი შეხვედრა, სადაც საქართველოზე არ ემსჯელათ. სამწუხაროდ, ემსჯელათ არა იმ კონტექსტში, რომელშიც მე და ყველა ვისურვებდით, რომ ეს ყოფილიყო დადებითი დღის წესრიგის განხილვა ან როგორ გავხსნათ მოლაპარაკებები, არამედ აქ უარყოფით კონტექსტში იყო, რომ ის, რაც საქართველოშია, ამას რა ვუშველოთ. შესაბამისად, განიხილავენ იმ ქმედებებს, რასაც დგამს და იღებს საქართველოს ხელისუფლება.

რეჟიმი სპეციფიკურია, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ უნიკალური. ნებისმიერ სახელმწიფოში რა ტიპის მმართველიც არ უნდა იყოს, საბოლოო ჯამში, ყველაფრის განმსაზღვრელი მაინც იმ ქვეყნის საზოგადოებაა და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს ევროპულობაზე, აქ მხოლოდ ის მაჩვენებელი კი არ არის გამოკითხვებში ბევრი ამბობს თუ არა – მე მინდა ევროკავშირი თუ არაო, არამედ ის, თუ რამდენად ევროპული შეიძლება იყოს საზოგადოება და რამდენად იყოს მზად, რომ დაიცვას თავისი ევროპული არჩევანი”, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები