spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თენგიზ თევზაძე – პირველად მოხდა ის, რომ მინიმუმ სამი პრინციპია დარღვეული

ჩემი აზრით, აქ საუბარია 250 000-დან 300 000-მდე გაყალბებულ ხმაზე, რომელიც, დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ ორი ბიულეტენის შეცურებით ვერ დაგროვდებოდა, ანუ, აქ გვაქვს ტექნოლოგიურ კარუსელთან საქმე, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრმა თენგიზ თევზაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აქტივობა დილის საათებში საკმაოდ მაღალი იყო, რამაც შეაშინა „ქართული ოცნება“ და ვერ მოზომა რა შედეგი დადო გაყალბების, რამაც ყველა გააკვირვა.

“ჩემი აზრით, აქ საუბარია 250 000-დან 300 000-მდე  გაყალბებულ ხმაზე, რომელიც, დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ ორი ბიულეტენის შეცურებით ვერ დაგროვდებოდა, ანუ, აქ გვაქვს ტექნოლოგიურ კარუსელთან საქმე. საშუალო სტატისტიკა ბოლო 4 ან 5 არჩევნების გაიზარდა 300 000-ით და ეს ყველა ხმა წავიდა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. ტექნოლოგიების დანაშაული აქ არის მხოლოდ ის, რომ ადამიანებს შეუძლიათ მათზე ზემოქმედების მოხდენა, ჩემი აზრით, „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა გამოწვევა ის, რომ მას ემართა საარჩევნო პროცესი. აქტივობა დილის საათებში საკმაოდ მაღალი იყო, რამაც შეაშინა „ქართული ოცნება“ და ვერ მოზომა რა შედეგი დადო გაყალბების, რამაც ყველა გააკვირვა. იმაზე ბევრად მეტი დარღვევა ჩაიდინეს, ვიდრე საჭირო იყო გამარჯვებისთვის, მათ ეგონათ, რომ აქტივობა, რაც იყო პირველ საათებში, გაგრძელდებოდა ბოლომდე. საქართველოს ისტორიაში ძალიან ბევრი, ცუდი არჩევნები გვქონია, თუმცა პირველად მოხდა ის, რომ მინიმუმ სამი პრინციპია დარღვეული“, – განაცხადა თენგიზ თევზაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები