spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თენგიზ ცერცვაძე – ბინაზე დარჩენილი ავადმყოფების ნაწილი დადიან ქუჩებში, სხდებიან საზოგადოებრივ ტრანსპორტში, კატეგორიულად ვთხოვ ხელისუფლებას, გააკონტროლოს ასეთი ადამიანები

მაქვს ცნობა, რომ ბინაზე დარჩენილი ავადმყოფების ნაწილი, რომლებიც თავს კარგად გრძნობენ, არ იცავენ იზოლაციას. დადიან ქუჩებში, სხდებიან საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ეს არის ძალიან სერიოზული დარღვევა და ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ასეთი შემთხვევების მაღალი რიცხვის შენარჩუნებას. კატეგორიულად ვთხოვ, აღმასრულებელ და სხვა ხელისუფლებას, გააკონტროლოს ასეთი ადამიანები. 12 დღის მანძილზე ყველამ დაიცვას იზოლაციის წესები. არავითარ შემთხვევაში არ იარონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, შემთხვევების რაოდენობის მხრივ კი, საქართველო მსოფლიოში ლიდერთა ჯგუფშია.

 

“რატომ მოხდა ეს? ჩვენ სისტემატურად ვიმეორებდით, ამის მიზეზია ის, რომ მოხსნილია ყველა მკაცრი შეზღუდვა, დარჩენილია მინიმალური რეკომენდაციები, რომლებიც არ სრულდება. არ ატარებენ პირბადეს, თბილისის მიღმა პრაქტიკულად არავინ ატარებს პირბადეს. იმის მაგივრად, თავი შეგვეკავებინა, ყოველდღე მეტი და მეტი ხალხმრავალი ღონისძიება ტარდება. საუბარია სხვადასხვა დანიშნულების კულტურულ თუ პოლიტიკურ შეკრებებზე, სოციალურ ღონისძიებებზე, ქორწილებზე, ჭირის სუფრებზე და სხვა. ამას დაემატა ის, რომ ლიბერალიზაცია მოხდა აღსრულების მექანიზმების კონტროლის მონიტორინგის. ჯარიმები გაუქმდა, ჰუმანური მიდგომა გაკეთდა ჯარიმებთან დაკავშირებით. ეს ყველამ ვერ გაიგო და ბევრმა ისარგებლა, ისე კი არ მოიქცა, რომ მას ერთხელ აპატიეს, პირიქით, თითქოს ეს შეიძლება და ამ მავნე პრაქტიკას აგრძელებენ. გუშინ მთავრობამ მიიღო სერიოზული გადაწყვეტილებები. გარკვეული შეზღუდვები დაწესდა, თუმცა არა სერიოზული შეზღუდვები და ლოკდაუნი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები