თბილისის ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელს თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, დაავადების მიმდინარეობა საშუალო სიმძიმისაა და მკურნალობას ექვემდებარება.
თენგიზ ცერცვაძეს „კოვიდ-19“ პირველად 2020 წლის ნოემბერში დაუდასტურდა.