ანალიზები საკმაოდ კრიტიკულ ზღვარზეა, ზოგჯერ ნორმალიზდება, მაგრამ ხშირად კრიტიკულ ზღვარზე გადადის – ამის შესახებ ექიმმა-ნევროლოგმა, ექიმთა მულტიპროფილური ჯგუფის წევრმა თენგიზ წულაძემ მიხელ სააკაშვილის მდგომარეობის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, მე-18 დაწესებულებაში ისეთი პაციენტის მართვა, როგორიც მიხეილ სააკაშვილია, ძალიან რთული იქნება.
“ჩემი აზრით, იქ მულტიპროფილური გუნდი საკმარისად არ არის. თითოეული ექიმი, რომელსაც ვესაუბრეთ საკმაოდ კორექტული და ნორმალურად მოაზროვნე ადამიანია, მაგრამ სულაც არ ნიშნავს, რომ გუნდი საკმარისია იმისთვის, რომ ასეთი რთული პაციენტი მართოს. ასეთი რთული პაციენტის მართვა კარგად შეთამაშებულ და კარგად განვითარებულ კლინიკებსაც უჭირთ”, – განაცხადა თენგიზ წულაძემ.