დეზინფორმაცია, რომ თითქოს ახლა უფრო ახლოს არიან ევროპასთან, ვიდრე ოდესმე, ამაზე ღია პასუხი იყო ბორელის მხრიდან, რომ საქართველო დაშორდა ევროკავშირს და ღიად ამხილა ტყუილში ირაკლი კობახიძე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
მისი თქმით, “ქართული ოცნება”, ფაქტობრივად, პერსონა ნონ გრატად არის გამოცხადებული ევროკავშირში.
“დეზინფორმაცია, რომ თითქოს ახლა უფრო ახლოს არიან ევროპასთან, ვიდრე ოდესმე, ამაზე ღია პასუხი იყო ბორელის მხრიდან, რომ საქართველო დაშორდა ევროკავშირს და ღიად ამხილა ტყუილში ირაკლი კობახიძე. შესაბამისად, ის, რომ “ქართულ ოცნებასთან” კონტაქტები დაუყოვნებლივ გადაიხედება, ეს ნიშნავს, რომ “ქართული ოცნება”, ფაქტობრივად, პერსონა ნონ გრატად არის გამოცხადებული ევროკავშირში და ამაზე რომ პასუხი არ აქვს ირაკლი კობახიძეს, რომელიც ატყუებს საკუთარ ხალხს, ვფიქრობ, რომ ამას უკავშირდება ეს გაქცევაც”, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა გუშინ განაცხადა, რომ თუ საქართველოს მთავრობა არ შეცვლის ქმედებების კურსს, ქვეყანა წინ ვერ წაიწევს ევროკავშირის გზაზე.