spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თეონა აქუბარდია – პარლამენტს აქვს შეზღუდული შესაძლებლობები, ერთადერთი შეგვიძლია, სუს-ის შენობაში ექსკურსია მოვაწყოთ

პარლამენტს აქვს შეზღუდული შესაძლებლობები, ერთადერთი რაც შეგვიძლია, ეს არის წავიდეთ და სუსის შენობაში მოვაწყოთ ექსკურსია, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა  თეონა აქუბარდიამ Front News-ს  უკანონო ფარულ მოსმენებზე საპარლამენტო კონტროლის მექანიზმებზე საუბრისას განაცხადა. 

 

მისი თქმით, პარლამენტს მონიტორინგის შესაძლებლობას ართმევს “ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ” კანონი,  რომელსაც პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ვეტო დაადო, უმრავლესობამ კი ეს ვეტო  დაძლია.  

 

“უკანონო ფარიულ მოსმენასთან დაკავშირებით პარლამენტს აქვს ძალიან შეზღუდული კონტროლის მექანიზმები. ერთადერთი რაც შეგვიძლია, ესაა ამ შენობაში შევიდეთ და ექსკურსია ჩავატაროთ ოპერატიული-ტექნიკური მოსმენების ოთახში, თუ რა ტექნიკაა განთვსებული, მაგრამ საპარლამენტო კონტროლის კუთხით, რომ ამ შესაძლებლობას პარლამენტი მოკლებულია იმ კანონის შესაბამისად,  რომელსაც გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტობის დროს ვეტო დადო და ეს ვეტო  პარლამენტის უმრავლესობის მიერ დაიძლია”, – განაცხადა აქუბარდიამ. 

 

რაც შეეხება საპარლამენტო კონტროლის მექანიზმებს, მისი თქმით, შესაძლებელია საკითხის ნდობის ჯგუფზე განხილვა, თუმცა ოპოზიციდან ეს ჯგუფი ჯერ დაკომპლექტებული არ არის.   

 

“ეს არის 5-კაციანი ჯგუფი, მასში 3 წევრი არის უმრავლესობიდან, 2 კი ოპოზიციიდან. ნდობის ჯგუფს ხელმძღვანელობს ირაკლი ბერაია, ოპოზიციიდან ნდობის ჯგუფი ჯერ არ არის დაკომპლექტებული,  წარდგენილია “ლელოდან” მამუკა ხაზარაძისა და  “ნაციონალური მოძრაობიდან” თემურ ჯანაშიას კანდიდატურები”,  – აღნიშნა  აქუბარდიამ. 

 

მისი განმარტებით, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სახელმწიფო საიდუმლოებაზე  დაშვება მხოლოდ ახლახანს მიიღეს.  

 

“სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვება ოპოზიციონერმა დეპუტატებმა  შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ მივიღეთ ახლახანს, რამდენიმე დღის წინ, მაშინ როდესაც ამის სამთიანი ვადა იყო ამოწურული. მნიშვნელოვანია, რომ ნდობის ჯგუფი დაკომპლექტდეს სრული შემადგენლობით და ისეთ საკითებს, რომელიც უკავშირდება თავდაცვასა და უსაფრთხოებას, მათ შორის სპეცსამსახურების კონტროლს, ნდობის ჯგუფმა გაუწიოს საკანონმდებლო ზედამხედველობა”, – განაცხადა აქუბარდიამ.  

 

რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის შექმნას, აქუბარდიას განმარტებით, საკითხის ინიცირებისთვის საჭიროა 50 დეპუტატის თანხმობა, თუმცა ეს შესაძლებელი გახდება მას შემდეგ, რაც საპარლამენტო სხდომები აღდგება.  

 

აქუბარდიას თქმით, დეპუტატები განიხილავენ, საკითხის განხილვის სხვა შესაძლებლობებსა მათ შორის სუსის უფროსის პარლამენტში  დაბარების საკითხს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები